საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 695 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 83 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 317, „პისიარ“ ტესტით – 16 308.

