ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

გახარია: ოცნებამ არათანმიმდევრული ნაბიჯებით მელია პოლიტიკური იმუნიტეტით აღჭურვა

კალაძესა და მელიას შორის ტოლობის ნიშანი დასვა ოცნებამ მაშინ, როდესაც თავისი არათანმიმდევრული ნაბიჯებით, ნიკა მელიასგან პოლიტიკური დევნილი შექმნა და პოლიტიკური იმუნიტეტით აღჭურვა, რასაც მე მაბრალებენ. ოცნებას არათანმიმდევრულობა ახასიათებს, რაღაცას არათანმიმდევრულად გააკეთებენ და მერე ფიქრობენ, ეს ვის დააბრალონ. რეალურად, ოცნების ნაბიჯებმა, ნიკა მელია, ადამიანი, რომელმაც პარლამენტზე ფიზიკური შტურმი მიიტანა დღეს სრულად რეაბილიტირებულია და პოლიტიკური იმუნიტეტითაა აღჭურვილი. რატომ არ უნდა დავაყენო ტოლობის ნიშანი? ეს გააკეთა ოცნებამ. მე მინდა მელიას ჩაჩოჩება მესამე ადგილზე, ხოლო ოცნების მეორე ადგილზე

განაცხადა პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ tv პირველის ეთერში.

იტვირთბა....