[su_quote] მე დღისით, მზისით, დილით, დაახლოებით, 11 სთ-ზე მივედი ღიად მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით – რომ გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის არჩევნებში ბრძოლის პროცესზე. ეს იყო და ეს, ამის იქით არაფერი არ ყოფილა. ანგარიშვალდებულებას რაც შეეხება, თვლით, რომ ეს ანგარიშვალდებულებაა? ჩემთვის, უბრალოდ, ეს იყო პატივისცემა იმ წლები თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირდებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.
ეს მხოლოდ ფასეულობების თემაა. ზოგიერთს ეს არ ესმის. მე არ მინახავს, უბრალოდ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ძაან გული დამწყდა, თუ ეს სიმართლეა, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვსი მოვიდა, რა უნდოდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი [/su_quote]
ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ახლა უკვე თბილისის მერობის ერთერთი კანდიდატი გიორგი გახარია TV პირველის ეთერში საუბრობს.

