[su_quote] ჩვენ გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია, რომელიც 6 თვე დაწანწალებდა გარეთ. ბიუჯეტის განხილვებს და დამტკიცებას რომ დასწრებოდა, ხომ აღარ ექნებოდათ ასეთი აბსურდული კითხვები? „რას ისესხებს ქვეყანა, როგორ და რა დროს – ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი, პარლამენტთან ერთად. პანდემიიდან გამომდინარე დავგეგმეთ დეფიციტური ბიუჯეტი – 7,6%, მათ შორის მშპ-სთან მიმართებაში საგარეო სამთავრობო ვალის შკალა იყო დაახლოებით 60-61% – ანუ, საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზე იყო. [/su_quote]
ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ზარქუამ იმედის ეთერში განაცხადა.

