ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფიქრობს, რომ მათი დამსახურებაა მეშახტეეპის პირობების გაუმჯობესება და მათი ხელფასების 50 პროცენტით გაიზარდა.
“ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, „საქნახშირში” ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ, ჩვენი ხელშეწყობით, გაუმჯობესდა შრომის პირობები. უბედური შემთხვევების რისკი არის მინიმუმამდე დაყვანილი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას. მეშახტის საშუალო ხელფასი 50 პროცენტით და მეტით გაიზარდა. დღეს „საქნახშირი”, სადაც დასაქმებულია 1300-მდე ადამიანი, საკმაოდ დიდი დამსაქმებელი საწარმოა. ის ერთადერთია საქართველოში, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს”,- ამბობს თურნავა.
მისივე თქმით, მეშახტეებმა დაყენეს საპენსიო ასაკის დაწევის საკითხიც.
“მართლაც მძიმე შრომითი პირობებია. არსებობს ამის პრეცედენტი მთელს მსოფლიოში, როდესაც საქმე შეეხება მაღაროელს და მეშახტეს. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს, რომ განვიხილოთ ეს საკითხი და მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება”,- განაცხადა მინისტრმა.

