არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), აგრძელებს რა აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიურ მისიებთან, მათ პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე აქტივობების თაობაზე. პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა დღეს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისგან დეტალურად გაიგო თუ რა ღონისძიებებს ატარებს საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე კენჭისყრის დღეს უბანზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც. კარლ ჰარცელმა გიორგი კალანდარიშვილს ადმინისტრაციის საქმიანობაში მხარდაჭერაც გამოუცხადა. 

„ბატონ ჰარცელს განსაკუთრებით აინტერესებდა კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ თუ რა ზომებს იღებს საარჩევნო ადმინისტრაცია იმისთვის რომ 2 ოქტომბერს ამომრჩევლებს უსაფრთხო გარემო შევთავაზოთ. მათგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ პროცესში და განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებიც,“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცესკოში გამართულ შეხვედრაში, ევროკავშირის ელჩთან და ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად ელჩის მოადგილე ჟულიენ კრამსიც მონაწილეობდა.

იტვირთბა....