[su_quote] მაშინ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი მეც და მთელი მთავრობა ვმართავდით ამ პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა, მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი. ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერი არ არის, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს [/su_quote]
ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

