ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღარიბაშვილი: ტყიბულში მეშახტეებს შევხვდი… მთავარი საკითხი, რაც მათ წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა და განაცხადა, რომ მათ მთავარი კითხვა ტურიზმის განვითარებას ეხებოდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ტყიბულში ტურისტულად ახალი ლოკაციების შესწავლა და მიზიდულობის ცენტრებად გადაქცევა უნდა მოხდეს.

“ტყიბული – ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად. ახლახან მეშახტეებს შევხვდი, განვიხილეთ რამდენიმე საკითხი. მათ ვუთხარი და ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული სწორედ ტურიზმის განვითარებაა.

ცხრაჯვარის პროექტი – აქტიურად ვმუშაობთ და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს – როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა”,-  ამბობს ღარიბაშვილი.

იტვირთბა....