ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ებრძვის ეკლესიას და პატრიარქს.
მისივე თქმით, იგონებებნ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან .
“მათი (ოპოზიციის) ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ემოციებზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი. ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ამიტომ იგონებებნ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში მერობის კანდიდატის წარდგენის დროს.