ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

გაბუნია: ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით,  ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ არის.

მისივე განმარტებით, გარდაცვალების შემთხვევები დომინანტურია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, კერძოდ, 70 წელს ზემოთ ასაკში.

“უდიდესი ნაწილი ჰოსპიტალში მოხვედრილი ინფიცირებული პირების არის არავაქცინირებული. მათ ვაქცინაცია არ ჩატარებიათ არც ერთი და არც ორი დოზით. ასევე, გარდაცვალების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში.

რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, ჩვენ ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას გასულ ტალღებთან მიმართებით. გარდაცვალების შემთხვევები დომინანტურია მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში. სხვა ასაკობრივ ჯგუფებში ერთეულია გარდაცვალების შემთხვევები” ,- განაცხადა გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

იტვირთბა....