სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანთან იყო.
ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.