მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: 4-ში უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში

[su_quote]დისტანციურ სწავლებას უნივერსიტეტები კიდევ უფრო მიეჩვივნენ და იქ ეს დიდი პრობლემა არაა. ალბათ 21-ე საუკუნეში პანდემის შემდეგ ეს უფრო ფართოდაც მოიკიდებს ფეხს. მაგრამ სკოლაში უნდა იყოს დასწრებული სწავლება. ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტს განათლების სამინისტროსთან ერთად, შეირჩა 400-500 სკოლა დიფერენცირებულად რეგიონებში, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია.

4-ში უნდა აღდგეს სწავლა, როგორც გამოცხადდა, დიდ რაოდენობა სკოლებში. ყველა მოწაფე, მასწავლებელი იქ უნდა გამოვიკვლიოთ(პისიარი, სწრაფი ტესტი – ამაზე ვმუშაობთ). დარწმუნებული ვარ ამ სკოლებში გავრცელება არ გვექნება მაღალი, დადებითობის მაჩვენებელი გვექნება დაბალი და უსაფრთხო გარემო გვექნება. ამ ბავშვებს უნდა მივცეთ სწავლის უფლება[/su_quote]

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ ფორმატში წარიმართება.

იტვირთბა....