[su_quote]სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ყოველთვის. ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს. მე მაგალითად რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.
ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ, 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი[/su_quote]
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში განაცხადა.

