მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: იმდენად სამარცხვინო სპირალშია შესული ივანიშვილის რეჟიმი, რომ ზურაბიშვილიც კი დისტანცირდება

[su_quote]იმდენად სამარცხვინო და ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო სპირალშია შესული ივანიშვილის რეჟიმი, რომ სალომე ზურაბიშვილისნაირი ფიგურაც კი ხვდება, რომ დისტანცირება უნდა მოახდინოს, თუნდაც მისი პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე რომ „ევროპაში ჩაესვლებოდეს“. ყველაზე მინინიმალურად შეგვიძლია შევხედოთ – ისეთ ზღვრებს გასცდა რეჟიმი თავის საქციელში ქვეყნის მომავალი ევროატლანტიკური და თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედებების თვალსაზრისით, რომ ზურაბიშვილიც კი საჭიროდ თვლის ამაზე ფორმალურად რეაგირებას[/su_quote]

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის სესხზე უარი გაუგებარი ნაბიჯია.

იტვირთბა....