ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: ყურადღების გადატანაა ფულზე, საქმე ეხება მართლმსაჯულების სისტემას

[su_quote]ოცნებას უარი არ უთქვამს ევროკავშირის ფულზე, ოცნებამ უარი თქვა მარათლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე (დატოვა ის ივანიშვილის კონტროლქვეშ) და, შესაბამისად ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანზე (რუსეთი დასავლეთის ნაცვლად) ამის გამო, ევროკავშირმა უარი უთხრა (აპირებდა რომ ეთქვა) მას ფულის მიცემაზე, ეს დაადასტურა და განმარტა ევროკავშირმა. შესაბამისად, ზურაბიშვილის განცხადება რომ თითქოს მისთვის გაუგებარია რატომ თქვა ოცნებამ უარი ევროკავშირის ფულზე, არის:

ტყუილი (უარს ვერ იტყვი იმაზე რასაც არ გაძლევენ – ამ სიტყვებით აუხსნეს ევროპიდან) ყურადღების გადატანა ფულზე, როცა საქმე ეხება მართლმსაჯულების სიატემას და ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. ოცნების რიტორიკის გაგრძელება – თითქოს საქმე ფულში და ვალში იყოს. ოცნების ირიბი გაპრავება საკითხის მათავარი არსის მიჩუმათებია გზით. ივანიშვილის თამაში (ამ ყველაფრიდან გამომდინარე)

არაფერი აღსაფრთოვანებელი მის ნათქვამში არ არის, ოცნების მიერ ჩადენილი ბოროტების ვირეშმაკული გაპრავებაა. ამაზე უფრო გასაგებად არ შემიძლია. მორჩით ამ ილუზიებში ცხოვრებას[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში გორჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რითაც ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის სესხზე უარი გაუგებარი ნაბიჯია.

იტვირთბა....