[su_quote]როდესაც ქალი, რომელიც ომის დაწყებას საკუთარ ქვეყანას აბრალებდა, ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ ზურგი აქცია დასავლეთს და არ არის ერთგული საქართველოს მოსახლეობის არჩევანის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ შეუქცევადია ქართული ოცნების მხრიდან ის მოქმედებები, რომლითაც მათ ზურგი აქციეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს[/su_quote]
ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის სესხზე უარი გაუგებარი ნაბიჯია.

