“რატომ უნდა მოვუსმინო? ვინ ხარ შენ? ჩემი უფროსი ხარ?” – ასე უპასუხა ჟურნალისტის დასმულ კითხვას პრემიერმა, როდესაც მას ჰკითხეს აჩუქა თუ არა მან ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს მართვის მოწმობა.
“არ მიჩუქებია, ტყუილია. შემდეგი საკითხი”, – თქვა პრემიერმა, ჟურნალისტი კი მას მიმართავდა, ჩანაწერი მოესმინა.
“პროვოკაციაა, მიბრძანდით აქედან… მიბრძანდით, მიბრძანდით…” – ამბობდა ღარიბაშვილი. ამასთან, მისი დაცვის წევრები ჟურნალისტის გაყვანას ცდილობდნენ.
მედიის წარმომადგენლის კიდევ ერთი მიმართვის შემდეგ პრემიერმა თქვა – “რატომ უნდა მოვუსმინო? ვინ ხარ შენ? ჩემი უფროსი ხარ?” და ტერიტორია დატოვა.

