ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უდუმაშვილი: რაც არ უნდა თქვას ოცნებამ, მიშელის დოკუმენტი ანულირებული ვერ იქნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი, აცხადებს რომ შარლ მიშელის დოკუმენტი ვერ იქნება ანულირებული, რაც არ უნდა განცხადებები გააკეთოს ქართულმა ოცნებამ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტზე როგორც საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ოპოზიციის ხელმოწერაა, რის გამოც, ის ძალაშია.

“ასეთი დოკუმენტებიდან ვერ გადიან, ასე არ ხდება ამ დოკუმენტის ანულირება. როცა ამ დოკუმენტზე ჩვენი საერთაშიროსო პარტნიორების, ოპოზიციური პარტიების ხელისმოწერაა, რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი ძალაშია. ჩვენ სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ამ დოკუმენტს ხელი, რომ დღეს, როგორც არასდროს, საფრთხის წინაშე დგას პროდასავლური განაცხადი და ზოგადად, ჩვენი პროდასავლური ვექტორი, ეს არის სწორედ “ქართული ოცნების” დამსახურება, ეს არჩევნები იქცევა – დასავლეთი თუ რუსეთი. ამ რეფრენდუმით საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის დასავლურ არჩევანს და ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა”, – განაცხადა უდუმაშვილმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

ხელისუფლების მიერ ანულირებულ შარლ მიშელის დოკუმენტს ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი დღეს მოაწერა.

იტვირთბა....