ახალი ამბები მთავარი

ღარიბაშვილი ნაცმოძრაობაზე: მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნაციონალური მოძრაობის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას მორიგ თაღლითობას უწოდებს.

“მოიფიქრეს მორიგი პოლიტიკური თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, ვის აქვს ილუზია და ვის სჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია, შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს ხომ აბსურდია.

საარჩევნო კამპანიის დროს მე საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ წინა ხელისუფლებაზე საუბარს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს და პირველ რიგში მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს პრეტენზია, ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მანამ, სანამ ამ ჯალათებს და მკვლელებს ექნებათ სურვილი და პრეტენზია, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის, ჩვენ ყოველდღე შევახსენებთ მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს”,- ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

იტვირთბა....