ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია მიშელის დოკუმენტის ხელის მოწერის შემდეგ: არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე

ნაციონალურმა მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტს  ხელი მოაწერა. პარტიის თავმჯდომარისა  ნიკა მელიას თქმით, ხელმოწერის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობის გამო მაინც მიიღეს.

“ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველს ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ. ამისათვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებში, რომელიც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ დღეს ეს არის ალბათ მეასეხარისხოვანი. არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე და არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და უნდა მიიღო სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია”,- ამბობს ნიკა მელია.

გუშინ 1-ლ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელს მოაწერდა შარლმიშელის შეთანხმებას.

 

იტვირთბა....