ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დეგნანი: EU-ს 75 მლნ ევროსთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება EU-ს 75 მლნ ევროს დახმარებაზე უარის თქმა, მათთვის  სიურპრიზი იყო.

“75 მილიონ ევროსთან დაკავშირებით მთავრობის განცხადება ჩვენთვის ცოტათი სიურპრიზი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა პანდემიის და უმუშევრობის დროს. რა თქმა უნდა, ამას გარკვეულწილად მხედველობაში მიიღებს ვაშინგტონიც, რადგან ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის რეფორმები, რომელიც მართლა უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში 75 მლნ ევრო რეფორმების განხორციელებასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა კონგრესი უყურებს როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები. ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს. 75 მლნ ევრო ცოტა არ არის”,- ამბობს დეგნანი.

 

იტვირთბა....