ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე რუსეთთან ურთიერთობაზე: ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა

ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსეთთან ურთიერთობის თემის ნორმალიზების კომენტირებისას განაცხადა.

„ოკუპანტი ქვეყნის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ჯერ უნდა აღიაროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა დანარჩენზე. ამის შემდეგ შემოგვთავაზონ პატივისცემა ამ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სანამ ამ ქვეყნის რომელიმე ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენ მხოლოდ ამ ფორმატში ვსაუბრობთ“, – თქვა მდინარაძემ, რომლის კომენტარსაც იმედი ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ თუ საქართველოს სურს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, მოსკოვი ამისთვის მზადაა.

იტვირთბა....