მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ციტატა

იუსტიციის მინისტრი: ურეკში ჩაიარა შტადლერის მატარებელმა – უცებ იბნევი, თავს გრძნობ ევროპაში

რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი ურეკში და მივდიოდი ბათუმის მიმართულებით. გავჩერდი შლაგბაუმზე, სადაც ჩაიარა შტადლერის ახალმა მატარებელმა, რომელიც აქამდე არ იყო და უცებ გარკვეულწილად, ადამიანი იბნევი იმიტომ, რომ თავს გრძნობ ნამდვილად ევროპაში, როცა ხედავ ამ მატარებელს.

მას შემდეგ, რაც გაიხსნა შლაგბაუმი და დავიძარი ბათუმის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს დავინახე დენდროლოგიური პარკი, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამხელა ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, როდესაც საუბარი იყო ამ ხეების გადმოტანაზე. დღეს კი გვაქვს უმშვენიერესი პარკი, რომელიც მართლაც, რომ საოცრება არის. გავიხედეთ მარცხენა მხარეს და დავინახეთ მუსიკოსების პარკი, სადაც უამრავი ტურისტი, მართლაც რომ გაოცებული იყურებოდა. კიდევ მინიატურების პარკი და ბლექ სი არენა და ახალი გზით წავედით ბათუმისკენ და ახალი ავტობანით, სულ რაღაც 15-20 წუთში ვიყავით ბათუმში.

აი, მეგობრებო, ეს არის ის ნათელი ცვლილებები, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ საკუთარი თვალით

ამის შესახებ იუსტიციის მინიტრმა რატი ბრეგაძემ ვანში, მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

იტვირთბა....