თბილისის მერი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მასსა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა შედგა.
მისივე თქმით, გახარიამ მას უთხრა, რომ თბილისის მერობისთვის კანდიდატურის დაყენებას აპირებდა.
“შეხვედრა შედგა გიორგი გახარიასთან. შეხვედრა იყო რამდენიმეჯერ, იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავის კანდიდატურის დაყენებას, ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

