მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა

[su_quote]კომუნიკაციების მცდელობები ჩემთვისაც ცნობილი იყო. დღეს შედგა შეხვედრა. პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძის ერთი გაღიმება უნდოდა იმას, რომ გახარიას დღეს კანდიდატურა არ დაეყენებინა და მისი კანდიდატურა არ ყოფილიყო მერობისთვის ბრძოლაში ჩართული. როცა ჩვენ გვაქვს ისტორია, რომ მელიასთვის გადადგა გახარია და როცა დღეს უკვე, რამდენიმე წუთის წინ ვიგებთ, რომ მელიას მეორე ტურში გადასაყვანად იბრძოლებს ეს ადამიანი, სხვანაირი შეფასება წარმოუდგენელია. აქ უკვე კითხის ნიშნები აღარ არსებობს. ჩვენთვის სულ ერთია ეს დააყენებს თუ არა კანდიდატურას. ჩვენ მასთან არანაირ გარიგებაში, მისი მცდელობის მიუხედავად, არ შევალთ იმიტომ, რომ საკუთარი გუნდის მოღალატეებთან არაფერზე არ შეიძლება საუბარი[/su_quote]

ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

იტვირთბა....