[su_quote]გახარია კალაძის ხმებს წაიღებს, რაც მეორე ტურს გარდაუვალს გახდის.
თუ კალაძის სასარგებლოდ არ მოხსნა კანდიდატურა – თუ ასე მოიქცა, გატრუხდება ეგრევე.
თუ პროქსი, მაგრამ მაინც ოპოზიციად შენარჩუნდა, ბიძინა დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და შეეცდება 30 მაჟორიტარით, გახარიათი და ამ ორკი ქოცებით თავისი კოალიცია შექმნას და ქვეყანაზე კონტროლი 4 წლით გაიხანგრძლივოს.
ჩემზე კარგად, ეგ ხვდება რომ ღარიბაშვილს ქვეყანა დაემხობა თავზე და მეორე ფეხი სჭირდება, რომელსაც ღარიბაშვილს დაასვამს თავზე – მეორე ფეხიც კმაყოფილი იქნება იმით, რომ ბელადის კარზე პირველობა დაიბრუნა და კობახიძე და ღარიბაშვილი გადაღუნა.
ევროპაც კმაყოფილი იქნება ბიძინათი, რომელიც ამჯერად უკვე კოალიციურ მთავრობას აკონტროლებს, გარეცხილი გახარიათი.
ბიძინას ფეხსაცმელებში რომ ვდგები წარმოსახვით, მის გეგმებს ასე ვხედავ, ასე ჩანს (ოპოზიციის გატეხვის შემდეგ).
რა გამოუვა, ცალკე საკითხია[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი. შეგახსენებთ, რომ პარტია საქართველოსთვის თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება.

