მთავარი პოლიტიკა

ბარამიძე ქართულ ოცნებაზე: 2 ოქტომბერს აუცილებლად გაპანღურდებიან ქართველი ხალხის მიერ

ბატონი ზალკალიანი არ არის ღარიბაშვილივით აბსოლუტურად უცოდინარი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ორმაგად სირცხვილია მისი მხრიდან ასეთი უტრირება. არავის არ უთქვამს, რომ ქვეყნიერების დასასრული მოხდა, ან საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ურთიერთობა. ამას ეს მავნებელი და მოღალატე ხელისუფლება ვერ შეძლებს, იმიტომ, რომ 2 ოქტომბერს აუცილებლად გაპანღურდებიან ქართველი ხალხის მიერ. ეს არის საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ფაქტი იყო, რომ ევროკავშირი დახმარების სესხის მეორე ტრანსს აღარ მისცემდა

ამის შესახებ ენმ-ის წევრმა გიორგი ბარამიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მიერ ევროკავშირის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარს.

იტვირთბა....