ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზალკალიანი: კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 31 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, პარტნიორები განცხადებები არ უნდა იქნას წარმოჩენილი ისე, თითქოს საქართველომ დასავლურ კურსს გადაუხვია.

“ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდაა, ამ პირობებში რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად დააწვებოდა. ვფიქრობ, არგუმენტები გასაგები იყო. მინდა ძალიან კარგად ვისწავლოთ იმ განცხადების კითხვა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი, გადაუხვია დასავლურ კურსს და ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს”, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

 

იტვირთბა....