“კოსმოპოლიტენის” მიხედვით, სწორად ჩაცმას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თქვენი სიმაღლე არ “შეიკვეცოს” .
1, ფეხსაცმლის “საყელო” ძალიან მაღალია
ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს „ჭრის“, ვიზუალურად უფრო დაბალს წარმოგაჩენთ.
2, ზედაწელი საკმარისად მოკლე არ არის
თუ კაბა, ან მაისური თქვენს წელს ზუსტად არ მიჰყვება, ან უფრო მეტიც, საკამოდ გრძელია, დიდი შანსია იმის, რომ გარშემომყოფებმა უფრო დაბალი სიმაღლით აღგიქვან.
3, ადამიანებს აიძულებთ დაბლა დაიხედონ
მნიშვნელოვანია ისე ჩაიცვათ, რომ ყურადღება არ მიექცეს თქვენ საიდუმლოს, მაღალ ქუსლებზე დგომას. თუ მაღალ ქუსლებზე მოკლე შარვალს ჩაიცვამთ, მაყურებელს აიძულებთ დაინახოს ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე. თუ ეცდებით რომ ყურადღება ზემოთ, ტუჩსაცხზე, თმაზე, დეკოლტეზე, ნებისმიერ სხვა რამეზე გადაატანინოთ და არა – ქუსლებზე, ეს ვიზუალურად დაგაგრძელებთ.
4, თქვენი ჩანთა ძალიან დიდია
ყველასთვის ცნობლილი ფაქტია, რომ მომცრო ზომის სხეულის მქონე გოგონებმა უნდა სცადონ რაც შეიძლება პატარა, მცირე ზომის ჩანთები დაიჭირონ, რადგან დიდი ზომის ჩანთა სიმაღლეს „იპარავს“.
5, თქვენი თმა ძალიან გრძელია
მომცრო ზომის გოგონებმა უმჯობესია მოკლედ შეჭრილი თმა ატარონ. გრძელი, გაშლილი თმა მაღალი გოგონებისთვის განკუთვნილი ფუფუნებაა.