ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

GORBI-ს კვლევა პარტიების რეიტინგი: ოცნება-47,2%, ენმ-26,8%, გახარიას პარტია-6.9%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით,  დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 47,2% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა.

ნაციონალურ მოძრაობას ხმას მისცემდა გამოკითხულთა 26,8%, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის – 6.9%.

დანარჩენი პარტიების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • პატრიოტთა ალიანსი 3.4%;
  • ლელო 2,6%;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება 2,4%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი 2,1%
  • მოქალაქეები  1,6%
  • ევროპული საქართველო 1,4%
  • ლეიბორისტული პარტია 1,2%
  • გირჩი 0,8%;
  • სხვა პარტიები 3,6%.
იტვირთბა....