ფეისბუქის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მეგობრებს ფეისბუქზე საკუთარი ახალი, ინოვაციური იდეა გააცნო. როგორც მარკ ცუკერბერგი წერს:
„ყოველწლიურად საკუთარ თავს გამოწვევებს ვუწესებ. 2016 წლისთვის საკუთარ თავს ვუწესებ გამოწვევას შეიქმნას მარტივი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ივლის ჩემ სახლში და მომეხმარება საშინაო საქმეებში. ვაპირებ შევისწავლო ის ტექნოლოგიები, რაც ამასთან დაკავშირებით არსებობს უკვე. ხელოვნურ ინტელექტს ვასწავლი იცნოს ჩემი ხმა, ჩემი მეგობრების სახეები და მომეხმაროს საშინაო საქმეებში, მათ შორის, შვილის მოვლაში“ – წერს მარკ ცუკერბერგი.
მის ამ პოსტს საერთაშორისო მედიაში უკვე დიდი ინტერესი და გამოხმაურება შეხვდა. ვნახოთ რას შემოგთავაზებთ მარკ ცუკერბერგი მომავალში.