უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
- სასწავლო პროცესი სკოლებში, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
- კერძო და სახელმწიფო ბაღების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ათასს აჭარბებს. მზარდია გარდაცვალების მაჩვენებელიც.

