სახელმწიფო და კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება.
ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
”4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს”, – განაცხადა ღიბრაძემ.

