ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი ეპიდსიტუაციაზე: დამშვიდების კონტურები გამოიკვეთა, ყველაფერი კონტროლქვეშაა

[su_quote]რაც შეეხება პანდემიას, გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, ამან არ უნდა წაგვახალისოს, არ უნდა მოგვცეს საფუძველი, რომ მოვეშვათ. პირიქით, ძალიან მობილიზებულად, ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება – პირბადე და აცრა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი, რათა ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან, ყველაფერი არის მართული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ[/su_quote]

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 ადამიანი, ხოლო 4 753 პაციენტი გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414. 

იტვირთბა....