ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე: პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს, ორნიშნაა

[su_quote]მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, მათ უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. ეს ქვეყნდება პერიოდულად. დაახლოებით 30%-ია ჩემი რეიტინგი. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე რეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგებლებისთვის. მეც მაქვს დაახლოებით ასეთი რეიტინგი[/su_quote]

აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

იტვირთბა....