ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ 1%-იც რომ აიღოს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.
კობახიძის თქმით, რეფერენდუმი ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას უნდა მოუწყოს.
“საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს. ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი კარგი, რაც ამ შეთანხმების ანულირების საფუძველზე მოხდა, არის ის, რომ ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს. შესაბამისად, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში აღარ დავუშვებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ ჩარჩოს, რომელიც კონსტიტუციას არის აცდენილი. აქედან გამომდინარე, ვერავითარ რეფერენდუმზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ხალხს უნდა მოვუწოდოთ, რომ რეფერენდუმი უნდა მოუწყონ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა და ამას ისინი ამტკიცებენ ამ საარჩევნო პერიოდშიც, ისევე როგორც დაამტკიცეს 2020 წელს და უფრო ადრე. %-იც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ,“ თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ქართულ ოცნებას შეუძლია იმ შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა.

