ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაბუნია: პატიმრების 66% ერთხელ ვაქცინირებულია – სიტუაცია სრულად კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას თქმით, პატიმრების 66% ერთხელ ვაქცინირებულია, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი – სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

მედიაში ვრცელდება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და ეს ციფრი საკმაოდ მაღალია.

“ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყო. თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია, ამისთვის მოხდა კლინიკის მობილიზაცია, რომ თუკი საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მოხდეს მათი მკურნალობა. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ გვაქვს”,- ამბობს გაბუნია.

იტვირთბა....