[su_quote]აბსოლუტურად არაადეკვატურია. საერთოდ, მისი რიტორიკა ისეთია, რომ ზოგჯერ ეჭვი შეგეპარება უბრალოდ იცის თუ არა, რომ პანდემიაა ქვეყანაში და დღეში 78 ადამიანი იღუპება. აბსოლუტურად აცდენილია იმ გაჭირვებას და პრობლემებს, რაც ადამიანებს აქვს. თავს არიდებს, არ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ამ რიტორიკაში ხელისუფლის გარდა ყველაფერია. მიშა სააკაშვილზეა ჩაციკლული მაშინ, როდესაც ხალხს სულ სხვა პრობლემები აწუხებს. მისი ზოგიერთი განცხადება განსაკუთრებით ოდიოზურია. ქვეყნის სირცხვილია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. იმედია, რომ ამ გაუგებრობიდან მალე გამოვალთ[/su_quote]
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მეტრონომთან საუბარში განაცხადა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

