ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე მეტრონომთან საუბარში აცხადებს, რომ სახელმწიფო კოვიდის მართვაში მაქსიმალურადაა ჩართული.
როგორც მან აღნიშნა, არსებული მდგომარეობის მართვა საკმაოდ რთულია.
„საშინელი მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში და ძალიან შეწუხებული ვარ. ყველა მოქალაქე, რომელიც იღუპება, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რაც შესაძლებელია, სახელმწიფო მაქსიმალურადაა ჩართული მართვაში. საკოორდინაციო საბჭო თითქმის ყოველდღე იმართება და საველე საავადმყოფოები მოწყობილი, რაც შესაძლებელია მე მგონი აკეთებენ, მაგრამ ისეთი მდგომარეობაა, რომ ამის მართვა, რა თქმა უნდა, არის რთული. ვფიქრობ, ადამიანები უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ პირბადის ტარებას, დისტანციას და ქორწილებს. მე თვითონ ვნახე გუშინ და ძაან შეწუხებული ვარ ქორწილით, რიტუალი ვნახე ეკლესიაში რამდენი ადამიანი იყო შესული და ა.შ.“, – ამბობს ბოლქვაძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ამდენი ადამიანის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა.

