პანკისში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ხუთივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 24 აგვისტოს პანკისში, 5 მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაციით, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულები, სავარაუდოდ კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-მა ფარული ჩანაწერი გუშინ, 25 აგვისტოს გაავრცელა.

