საბერძნეთში 56 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა ქართველმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედიაზე დაყრდნობით, რუსთავი 2 ავრცელებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, 48 წლის ქართველმა ბრალდებულმა წინასწარი დაკავების იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო.
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ქალი 24 აგვისტოს მოკლეს.

