საბერძნეთში, სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედიაზე დაყრდნობით რუსთავი 2 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქალი მისმა პარტნიორმა, ასევე ქართველმა კაცმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი დანით არის მოკლული. მას სხეულზე აღენიშნება მკვრივი საგნით მიყენებული მრავლობითი დარტყმის კვალიც.
ხმაურიანი ინციდენტის შედეგად, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომელთაც ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.