რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი ძალიან მალე შედგება.
„უახლოეს მომავალში. გაცნობებთ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა მათ შეკითხვას, როდის გამართავენ პუტინი და ტრამპი სატელეფონო საუბარს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს საშობაო ზავის თემა არ განუხილავთ.

