ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მელია: თუ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია “ლოქდაუნით” ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელიას თქმით, “სასაკლაოს” შეჩერება თუ “ლოქდაუნით” არის შესაძლებელი ამაზე ცერცვაძემ და გამყრელიძემ უნდა ისაუბრონ.

“დღის განმავლობაში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ “ლოქდაუნის” დაწესებით ან არჩევნების გადადებით, იმნაძემ, გამყრელიძემ და ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ”,- ამბობს მელია.

მელიას თქმით, მნიშვნელოვანია საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეპიდემიოლოგებისა და ექიმების პოზიცია და მთავარი გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული.

“ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, როგორია მათი პროგნოზი კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსის გამძაფრება თუ არგამძაფრება, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მათ უნდა ისაუბრონ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს და ამ მიზეზებზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რატომ მოვედით დღევანდელ მდგომარეობამდე”,- განაცხადა მელიამ.

მელია ხელისუფლების ბრალდებებზე ამბობს, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ, მელია აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას რეალურად 40%-ის აღების შანსიც არ აქვს ამ არჩევნებზე.

იტვირთბა....