ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით,  როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია.

“ვხედავთ, რომ გაშლილია ნაციონალური მოძრაობის ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. ეს არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება. ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს 2020 წლიდან, მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია და შემდეგ სირცხვილიამ გააგრძელა. ახლაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო და სირცხვილიამ და მიშა მშვილდაძემ გააგრძელეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ეშინია”,- ამბობს კობახიძე.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანაში არის 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული და მსჯელობა უნდა მიდიოდეს არჩევნების გადადებაზე.

იტვირთბა....