ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზალკალიანი: ღარიბაშვილს ჰქონდა ძალიან თბილი შეხვედრა მიშელთან

საგარეო საქმეთა მინისტრის, ზავით ზალკალიანის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა იყო “ძალიან თბილი და მეგობრული”.

“გუშინ პრემიერმინისტრს ჰქონდა ძალიან თბილი, მეგობრული შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან არაფორმალურ ვითარებაში. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იმ შეთანხმებაზე, რომელიც მისი მედიაციით განხორციელდა”,- ამბობს ზალკალიანი.

ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი ერთმანეთს კიევში, ყირიმის სამიტის მიმდინარეობისას შეხვდნენ.

იტვირთბა....