ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ტრანსპორტის შეზღუდვა ეპიდემიის კონტროლს დაეხმარა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ტრანსპორტის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, დაეხმარა ეპიდემიის კონტროლს. ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები. ძალიან ადრეა ჯერ საუბარი, რამდენად ამის შენარჩუნება მოხდება, მაგრამ მოგეხსენებათ, მობილობის ნებისმიერი კლება იწვევს კონტროლის უფრო მეტ შესაძლებლობას”,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ კვების ობიექტების მუშაობა კიდევ ერთი საათით შემცირდება და ნაცვლას 23:00 საათისა 22:00 საათამდე იმუშავებენ.