კრიმინალი მთავარი სამართალი

შსს: ამბროლაურში, 22 წლის ბიჭის დაჭრისთვის ერთი პირია დაკავებული

ამბროლაურში, 22 წლის ბიჭის დაჭრისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებული კ.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხდარზე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით კიდევ ორი პირი დააკავეს.

იტვირთბა....