მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ქართული ოცნების სასწრაფო ბრიფინგი ადასტურებს, რომ ქუთაისში ძალიან უჭირთ

[su_quote]დღევანდელი ქართული ოცნების სასწრაფო ბრიფინგი, რომელიც რეალურად მიძღვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისისთვის, ადასტურებს იმას, რომ ქუთაისში მათ ძალიან უჭირთ. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ისინი ცდილობენ მაქსიმალურად საკუთარი მომხრეების გამხნევებას. ამ კვლევითაც კი დასტურდება, რომ ქუთაისში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პირველი – გაიმარჯვებს მერობის კანდიდატი, მეორე – ვერავითარ შემთხვევაში ქართული ოცნება ვერ აიღებს 43%-ს და ამაშიც ძალიან კარგად ჩანს ეს, მესამე – ჩემი და პარტიის რეიტინგი, რომელზეც გვახსოვს ქოცების ადრინდელი შეფასებები, ნახეთ, რომ მათ გამოგონილ ციფრებშიც გაზრდილია[/su_quote]

განაცხადა ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული შიდა პარტიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

იტვირთბა....