ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეკანოიძე: ოცნების კვლევა ადასტურებს, რომ ქუთაისში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების შიდა კვლევას ეხმაურება.

დეკანოიძის თქმით, ოცნების კვლევითაც დასტურდება, რომ ქუთაისში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს.

„დღევანდელი ქართული ოცნების სასწრაფო ბრიფინგი, რომელიც რეალურად მიძღვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისისთვის, ადასტურებს იმას, რომ ქუთაისში მათ ძალიან უჭირთ. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ისინი ცდილობენ მაქსიმალურად საკუთარი მომხრეების გამხნევებას. ამ კვლევითაც კი დასტურდება, რომ ქუთაისში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. პირველი – გაიმარჯვებს მერობის კანდიდატი, მეორე – ვერავითარ შემთხვევაში ქართული ოცნება ვერ აიღებს 43%-ს და ამაშიც ძალიან კარგად ჩანს ეს, მესამე – ჩემი და პარტიის რეიტინგი, რომელზეც გვახსოვს ქოცების ადრინდელი შეფასებები, ნახეთ, რომ მათ გამოგონილ ციფრებშიც გაზრდილია“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული შიდაპარტიული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგები იხილეთ ლინკზე.

იტვირთბა....